LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალშობილი გოგონა 480 გრამს იწონიდა, 6 თვის და 21 დღის შემდეგ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა და დედასთან ერთად სამაჩაბლოში დაბრუნდა“ – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

437
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – ახალშობილმა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში 26 კვირის ვადაში დაიბადა და 480 გრამს იწონიდა, 6 თვის და 21 დღის შემდეგ გოგონამ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა.

როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალშობილი დედასთან ერთად სახლში, სამაჩაბლოში დაბრუნდა.

„თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდის კიდევ ერთი გამარჯვება.

ახალშობილი გოგონა, რომელიც 2025 წლის ივლისში 26 კვირის ვადაში დაიბადა, იწონიდა 480 გრამს. კლინიკის პროფესიონალთა გუნდის თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ზრუნვის შედეგად, 6 თვის და 21 დღის შემდეგ გოგონამ კლინიკა კარგი ნევროლოგიური სტატუსით დატოვა.

ახალშობილი დედასთან ერთად სამაჩაბლოში დაბრუნდა. ორსული ქალბატონი სწორედ ცხინვალიდან იყო გადმოყვანილი წითელი ჯვრის კატასტროფის ცენტრის მიერ. დედა აქტიურად იყო ჩართული ბავშვის მოვლის პროცესში.

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღენაკლული ახალშობილის ჯანმრთელობა 6 თვის განმავლობაში სწორად ემართა“, – აღნიშნულია თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✅თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის განყოფილების პროფესიონალთა გუნდის კიდევ…

Posted by თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა •The First University Clinic on პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g