LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა!

387
თსსუ

გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის – „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აკრედიტაცია მიენიჭა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი დაკვირვებისა და შეფასების KTQ კრიტერიუმების გათვალისწინებით თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასეს. ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ გუნდს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და წარმატებას უსურვებს მას.