LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალშობილის მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმე, ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად“ – კლინიკა „მედინა“ ახალშობილზე, რომლის მკვლელობა დედამ სცადა

399
კლინიკა მედინა

კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, მძიმე რჩება ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ მისი მკვლელობა სცადა.

„გადარჩენის პროცენტი მეტია, ვინაიდან ძირითადი ტრავმა გადავლახეთ“ – კლინიკა „მედინას“ დირექტორი ახალშობილზე, რომლის მკვლელობაც დედამ სცადა

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალშობილს ძირითადი პრობლემები თავის ტვინზე უფიქსირდება.

„მიუხედავად ჩატარებული მრავლობითი ქირურგიული ჩარევებისა და ინტენსიური თერაპიისა, ახალშობილის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება უკიდურესად მძიმე. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობას. პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები. ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად”, – აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისათვის, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. მას ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის მკურნალობაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ჩაერთო – ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარდა

პროკურატურა – კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ, მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა

კლინიკა „მედინას“ სანიტარს, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს დაზიანებები მიაყენა, პატიმრობა შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g