LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალთახალი McLaren კონსტრუქტორი გახდა

59

Lego-ს კონსტრუქტორების ხაზი Speed Champions ახალთახალი სუპერქარით McLaren 720S-ით შეივსო. კონსტრუქტორი 7-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მისი გაყიდვა პირველ ივნისს დაიწყება.

ნაკრებს კომპლექტში ადამიანის ფიგურაც მოყვება. McLaren 720S Lego 12,99 ფუნტი ღირს.

რაც შეეხება ნამდვილ McLaren 720S-სმ ის მარტის თვეში, ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდა. კუპე V8 დამბერიანი ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 720 ცხენის ძალას შეადგენს.

ნულიდან ას კილომეტრს McLaren 720S 2,9 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 341 კილომეტრ/საათს შეადგენს. 200 კილომეტრ/სააათ სიცქარიდან სრულ გაჩერებამდე სუპერქარს 4,6 წამი სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები