LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალწვეულის მიმართ ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე, შესაძლოა, ორი სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

136
ბაზერაშვილი

ახალწვეულ ქიაზიმ კახრამანოვის მიმართ შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე, შესაძლოა, ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ირაკლის ბაზერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კრწანისში“ წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვის შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იკვეთება ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ: მიმდინარე წლის 9 მარტს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ ახალწვეულებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე ახალწვეულისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 181-ე და 386-ე მუხლებით. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება“, – განაცხადა ბაზერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g