LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს 

220
პოლიცია

რამდენიმე საათის წინ, გორში, ვოლოგდის დასახლებაში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით – ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

სამხედროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის სამინისტრო: 

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები