LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ამერიკაში თუ არ წავალ… ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში, აქ იცხოვრა 85 წელი და ასე გავაგრძელებ მე“ – ბეჟან წაქაძე

173
ბეჟან წაქაძე

„ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

უმრავლესობის დეპუტატი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს მხრიდან შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა – ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის. მათ კი ვისაც არ აქვს ვიზა, მას ვეღარ მიიღებენ.

„გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის – სამშობლო სანქცირდება” – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს , რომ აშშ-ს სავიზო შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არც მას პირადად და არც მის კოლეგებს არ მისვლით, თუმცა მისივე თქმით ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს:

„მე არაფერი მიმიღია და არც ჩემს კოლეგებს არაფერი მიუღიათ, არავითარი შეტყობინება, მაგრამ თუნდაც მივიღოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. იმიტომ, რომ ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად, იმიტომ, რომ ახლა ამერიკაში თუ არ წავალ … ბაბუაჩემი ახლა ჰოთდოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში. აქ იცხოვრა 85 წელი  და ასე გავაგრძელებ მე“ – განაცხადა ბეჟან წაქაძემ „ტვ პირველთან“

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.

„კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია – რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ – რობინ დანიგანი ანაკლიის პორტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები