„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ეხმიანება. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას ხელფასები დასჭირდა, რომ ამოისუნთქონ“. ის ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ენმ სად იქნება, რადგან ის ყველგან „დესტრუქციას შეეცდება“.
“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
„ნაციონალური მოძრაობა” ქუჩაში იქნება თუ პარლამენტში, სადაც არ უნდა იყოს, ის ყველა ტრიბუნას იყენებს დესტრუქციისთვის. მათ ნახეს, რომ ქუჩიდან არაფერი არ გამოსდით. ახლა დასჭირდათ ხელფასები, რომ ცოტა ხანი ამოისუნთქონ. შემოვლენ აქ, აქაც დესტრუქციას შეეცდებიან. მერე აქ არ გამოუვათ, გავლენ გარეთ და ვიქნებით ასე მხიარულად“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.