LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა გაახსენდა შვილი? მიტოვებული რომ ჰყავდა.. ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?“ – გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას განცხადებას ეხმიანება

1070
Untitled design

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ანა გუდავას დედის, აჭარის კულტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, თამარ გუდავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად მის 19 წლის შვილს არც ერთი მილიგრამი არაფერი თან არ ჰქონია და არსად არ ჩაუტანია, ამავე შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი 22 წლის არჩილ ბარდაველიძის და AMBEBI.GE-სთან ეხმიანება.

„კარგი ბიჭი იყო, სხვას რას აკეთებდა, არ ვიცი.. ჩხრეკა ჩაატარეს, ასე ამბობენ, ნარკოტიკები ჰქონდათო“ – რას ამბობენ ადგილობრივები 19 წლის ნარკოდანაშაულში მონაწილე ბიჭზე, რომელიც სავარაუდოდ, ზედოზირებით გარდაიცვალა

როგორც გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის და მედიასთან ამბობს, „მას ბევრი კითხვა აქვს ანასთანაც და გამოძიებასთანაც, მაგრამ ახლოს არ იკარებენ“.

„კი, ანამ სასწრაფო გამოიძახა, ეს მართალია, დანარჩენი – სიცრუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვილი ნარკომანი და ბარიგა იყოო? ის მაღალჩინოსანია და საქმე ისე შეკერა, როგორც აწყობს. პოლიციამ როცა გაიგო, ვისი შვილი იყო ანა გუდავა, მეორე დღეს ჩვენთან მოვიდნენ განმეორებით ექსპერტიზაზე, რისი უფლებაც არ მივეცით. ანა გუდავამ, რომელიც ჩვენი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, ჩვენებაში აღიარა, რომ მან ჩამოიტანა თერჯოლაში წამალი და ყველაფერი მისი იყო. ამ ქალბატონს არ რცხვენია? ახლა გაახსენდა მისი შვილი, მიტოვებული და სახლიდან გამოგდებული რომ ჰყავდა და სასტუმროდან სასტუმროში რომ დარბოდა? რესტორნებში მუშაობდა გოგო, თავი რომ გაეტანა და ახლა გაახსენდა?

მაღალჩინოსანი რომაა და რომ გახმაურდა ეს ამბავი, არ უნდა მისი შვილი დამნაშავე გამოიყვანოს. გოგო მამამაც მიატოვა და დედამაც, ხან სად იყო და ხან სად. ახლა გაახსენდა მის შვილს დახმარება რომ სჭირდება? როცა მართლა სჭირდებოდა, მაშინ რატომ არ დაუდგა გვერდით? ანა გამოვა ციხიდან და ჩემი ძმის მსგავსად ბევრს შეიწირავს.

ის ნარკოტიკი ჩემი ძმის არ ყოფილა, აჩიკოს სიგარეტის ფულიც არ ჰქონდა, საიდან იყიდა, ან ვინ მისცემდა, სოფელში ცხოვრობდა და დედასთან ერთად მუშაობდა, თავი რომ გაეტანა, ვინ ანდობდა ამდენ წამალს? ანა პირველ მარტს ჩამოვიდა ჩვენთან და 2-ში ჩემი ძმა ლოგინში იყო მკვდარი. დედამისმა ის თქვას, ანა გუდავამ მკვდარს რომ უღო სურათები, მეგობრებს რომ ურეკა, მიშველეთო. მის ჩვენებაში აბსოლუტურად ყველაფერი წერია. ვინც ანა ჩემს სახლში ნახა, მისი ქცევებით ყველა გაკვირვებული იყო. სკამზე იჯდა და სიგარეტს აბოლებდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდაო – მეზობლები ამბობენ. ის არც ცუდად ყოფილა, როგორც დედა ამბობს. სასწრაფომ თქვა, 1 საათის გარდაცვლილია ეს ბიჭიო. ამ გოგოს უნდოდა გაუხმაურებლად თვითონ გამოეყვანა აჩიკო მდგომარეობიდან, ამიტომ დარეკა სასწრაფოში გვიან. ჩემი ძმის ლოგინი მთლად სველი იყო, იმდენი წყალი უსხია მისთვის, სახეშიც ნარტყამი ჰქონდა… როცა მიხვდა, მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანდა, მერე დარეკა სასწრაფოში, სასწრაფომაც დააგვიანა, თურმე. როცა ცუდად გახდა, ანას მაშინვე რომ დაერეკა, ან ვიღაცისთვის ეთხოვა დახმარება, იქნებ გადარჩენილიყო აჩიკო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამ გოგოს არავინ ვიცნობდით, ამ ამბის მერე გავიგეთ მასზე. დავიჯერო, დედამისმა არ იცოდა მასზე ყველაფერი? თუმცა არც ერთ მშობელს მასთან კონტაქტი არ ჰქონია და როგორ?

აჩიკოსთვის მანამდე მსგავსი არაფერი შეგვიმჩნევია, ამას როგორ წარმოვიდგენდით. ბევრი კითხვა მაქვს ანასთანაც და გამოძიებასთანაც, მაგრამ ახლოს არ მიკარებენ. უნდათ, ამ გოგოს შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი საქმეები მიუჩქმალიათ? ანა ჩვენებაში ყველაფერს წერს, რა და როგორ ჩამოიტანა ნარკოტიკი, მაგრამ ის არ ასახელებს, ვინ მისცა წამალი. ახლა გამოუშვებენ და ჩემი ძმისნაირს კიდევ ბევრს შეიწირავს. ნეტა ჩემი ძმა იყოს უკანასკნელი, ვინც ნარკოტიკით გარდაიცვალა, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს, დიდი განუკითხაობაა ქვეყანაზე. ჩემს საცოდავ ძმას არაფერი ეშველება და მკვდარს ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?“ – ამბობს არჩილ ბარდაველიძის და AMBEBI.GE-სთან.

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

ცნობისათვის, გამოძიების თანახმად, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ“.

უწყების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

„ჩემი ქიმიური და ხარო, მეძახდა… დღესაც შენთან შეგვკრიბე, ოღონდ, ამჯერად, სამუდამო გამომშვიდობების ცრემლებისთვის..“ – სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს მეგობარი ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები