LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ბიჭი იყო, სხვას რას აკეთებდა, არ ვიცი.. ჩხრეკა ჩაატარეს, ასე ამბობენ, ნარკოტიკები ჰქონდათო“ – რას ამბობენ ადგილობრივები 19 წლის ნარკოდანაშაულში მონაწილე ბიჭზე, რომელიც სავარაუდოდ, ზედოზირებით გარდაიცვალა

439
ნარკოდანაშაული

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მომხდარ ნარკოდანაშაულს, სავარაუდოდ, 19 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. საგამოძიებო უწყების თანახმად, შემთხვევა 1 მარტს მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული საშუალება თავადაც მოიხმარეს, რის შემდეგაც 19 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ზედოზირებით დაიღუპა, 20 წლის გოგოს კი, რომელიც სამართალდამცველებმა 2 მარტს დააკავეს, ბრალი უკვე წაუყენეს.

„განადგურებული ვარ! თუ ჩემი შვილის რაიმე სახის ბრალეულობა დადასტურდა, კანონის წინაშე აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს!“ – აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს

ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ გარდაცვლილი ბიჭი თერჯოლიდან ხშირად მიდიოდა ბათუმში. მათი ვარაუდით, გარდაცვლილის სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

„კარგი ბიჭი იყო, სხვას რას აკეთებდა, არ ვიცი.. წასული იყო, ხან ბათუმში, სხვას მე ვერაფერს გეტყვით. ასე ამბობენ, ჰქონდათო [ნარკოტიკული ნივთიერება]“. – ამბობს ტვ „ფორმულასთან“ საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირის მიმართ ბრალის წაყენებაზე განცხადება, პროკურატურამ გუშინ, 5 მარტს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

გამოძიების ცნობითვე, ორივე პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

დაკავებულ 20 წლის გოგოს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები