30 Seconds to Mars-ის ფრონტმენმა, ჯარედ ლეტომ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოება გააოცა. ის წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ სულ ახლახანს გაიგო, ამის მიზეზი კი ის არის, რომ არტისტი 2 კვირით უდაბნოში იმყოფებოდა და მედიტირებდა.
„არც ტელეფონი მქონდა, არც ვინმესთან კომუნიკაცია, წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა ხდებოდა. დარჩით სახლებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ყველას გიგზავნით პოზიტიურ ენერგიას” – წერს ჯარედ ლეტო.
https://www.instagram.com/p/B90q7dpAnHW/?utm_source=ig_embed