LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯარედ ლეტო „მეტ გალა“ 2023-ის მთავარ მოვლენად იქცა – წითელ ხალიჩაზე მისული გიგანტური ფისო ლეტო აღმოჩნდა

174
page

ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ერთ-ერთი ყველზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2023 გაიმართა. წითელ ხალიჩაზე  ტრადიციულად უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა.

ბენ აფლეკის გარეშე გაშრიალუბულმა ჯეი ლომ „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა

51 წლის ჯარედ ლეტომ ტრადიცია არც წელს დაარღვია და თავისი გამოჩენით „მეტ გალა“ 2023 წლის უპირობო ვარსკვლავად და მთავარ მოვლენად იქცა. საქმე ისაა, რომ წითელ ხალიჩაზე წელს გიგანტური ფისო გამოჩნდა, რომელიც ყველას ეხუტებოდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის სწორედ ჯარედ ლეტო იყო.

წლევანდელი ღონისძიება დიზაინერ, კარლ ლაგერფელდს მიეძღვნა, ჯარედმაც გადაწყვიტა დიზაინერის კატის პატივსაცემად გამოწყობილიყო. მისი კატა, სახელად შუპეტი საოცრად  პოპულარულია,  ის დიზაინერთან ერთად ხშირად ჩნდებოდა გლამურულ ღონისძიებებზე და კერძო თვითმფრინავითაც მოგზაურობდა.

ფოტო: „გუჩით მოსილი სიამის ტყუპები“ – ჯარედ ლეტო და ალესანდრო მიკელე „მეტ გალას“ იპყრობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები