„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მაჩვენებელს თავზე დაახევდა „ქოცებს“.
მისივე თქმით, საზოგადოებამ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა, რაც არასწორია.
„ახლა იდგებოდა ქუჩაში და იმ 53% თავზე დაახევდა ქოცს. ამიტომ არის ციხეში. თქვენ ჩამოდექით და კომპეტენტური სახეებით ტოლობის ნიშანი დასვით მიშასა და მტაცებელ ივანიშვილს შორის. აი, ესაა სიმართლე“, – წერს ხერხეულიძე.
ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % (176 700) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;
“გახარია საქართველოსთვის” – 8.224% (147 487);