LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა მალავს, მაგრამ მე შენახული მაქვს“ – სააკაშვილის საიდუმლო, რომელიც მისმა მშობლებმა გაამხილეს

1061
1234567

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მშობლებმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა და გიული ალასანიამ  შვილის შესახებ ისეთი დეტალები გაამხილეს, რომელიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. მიხეილ სააკაშვილზე მათ გადაცემა „სთორიში“ ისაუბრეს.

„ლექსებს სწრაფად სწავლობდა, მერე თვითონაც დაიწყო ეს საქმე. მოეწონა, სულ წერდა ლექსებს“, – ამბობს გიული ალასანია.

როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილი ლექსებს რომ წერდა, ამას მალავდა.

უფრო სწორად არ ამხელდა, რომ მისი დაწერილი იყო.

„ახლა მალავს, მაგრამ წერდა ლექსებს, საკმაოდ კარგს. შენახული მაქვს, თვითონ მომიტანა და მითხრა, ეს ვაჟა-ფშაველამ დაწერაო.

მერე მივხვდი, რომ მისი ლექსი იყო“, – თქვა გადაცემაში ნიკოლოზ სააკაშვილმა.

გიული ალასანია შვილზე: “გარედან ჩანს ასეთი ჯიუტი, შემტევი…დამთმობი და ძალიან კეთილი ადამიანია, გულუბრყვილოა ხშირ შემთხვევაში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g