LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ნეიმარს მიდგნენ: არ იხდი გადასახადს, გადაიხადე ჯარიმა

78

ნეიმარი ჯარიმის სახით 125 ათას ევროს გადაიხდის გადასახადებისთვის თავის არიდების გამო.

„ბარსელონას“ ფორვარდს 460 ათასი ბრაზილიური რეალის გადახდა სამშობლოში მოუწევს.
ეს ფული ნეიმარს 2007 და 2008 წლებში უნდა მიეტანა. ჯარიმა კი ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესეს. ახლა ფეხბურთელის მხარე დათანხმდა ჯარიმის გადახდას ისე, რომ ბოლო აპელაცია არც განხილულა.

ჯარიმა ნეიმარის „სანტოსში“ თამაშის დროინდელია.

მარტში ფეხბურთელი „სანტოსთან“, „ბარსელონასთან“ და Nike-თან კონტრაქტებისგან მიღებული შემოსავლიდან გადასახადებისთვის თავის არიდებაში დამნაშავედ სცნეს. ამ საქმიდან ნეიმარს შესაძლოა 32 მილიონი ევროს გადახდა შეაწერონ. ბრაზილიელ ვარსკვლავს აპელაციის უფლება ჯერ არ გამოუყენებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g