საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასების დროს, დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემდეგ, ნაკლებ ინფიცირებულს კი არ დაველოდებით, არამედ რაოდენობა აღარ მოიმატებს.
მისი განმარტებით, ყოველდღიური მაჩვენებელი და მოსაზრება, რომ გაცილებით მეტია ყოველდღიური მაჩვენებელი, უკავშირდება იმას, რომ ამ დაავადების ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე შეიძლება ძალიან მცირე სიმპტომატიკა გამოუვლინდეს ადამიანების დიდი ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას.
ქვეყანამ დანის პირზე გაიარა: სრული ლოკდაუნი არ იქნება, ტრანსპორტის მუშაობა კი შეიძლება შეიზღუდოს
იმნაძის განცხადებით, ფიქრობენ, რომ ტესტირების მასშტაბი კიდევ უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ანტიგენზე დამყარებულ ახალ ტესტებს, იმნაძე ასე პასუხობს:
„გამოჩნდა უკვე მსოფლიოში და არის აღიარებული, ანტიგენის რამდენიმე ტესტი, რომელიც სწრაფად იძლევა პასუხს, ამიტომ ძირითადად ჩვენი ძალისხმებვა იქნება იქით მიმართული, რომ გაფართოვდეს ანტიგენის გამოყენება ვირუსის გამოსავლენად“.
იმნაძის განმარტებითვე, ჯერ სეზონური გრიპები არ არის და რაც ცირკულირებს, 90% პროცენტი არის კოვიდი.
“მთლიანად ყველა გაციებით მიმდინარე დაავადებებიდან, რაც არის მწვავე რესპირატორული დაავადებები, დღეს რაც არის, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია იქ ძალიან ცოტა, თითო-ოროლა იყო ძველი კორონავირუსი არის დაჭერილი, არის დაჭერილი გოკავირუსი, ესაც გაციების გამომწვევი ვირუსია ერთ-ერთი და არის ცოტათი რინოვირუსები, სურდოს რომ იწვევს, ის ვირუსები. ოღონდ ესენი არის ძალიან უმნიშვნელო, პრაქტიკულად ახლა ყველა გაციება არის კოვიდი”, — განაცხადა იმნაძემ.
ბოლოს კი მან აღნიშნა, რომ რეინფიცირების ფაქტები მსოფლიოში, საბედნიეროდ, არის გამონაკლისი, 60 მილიონი შემთხვევიდან რამდენიმეა და შეიძლება საქართველოშიც მოხდეს, თუმცა ეს არ არის ტენდენცია.
იმნაძის თქმითვე, მას კოლეგებთან აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და აზრების გაცვლას როგორც ადრე, ახლაც განაგრძობს.