LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანამ დანის პირზე გაიარა: სრული ლოკდაუნი არ იქნება, ტრანსპორტის მუშაობა კი შეიძლება შეიზღუდოს

149
ამირან გამყრელიძე02

ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდინფიცირებულების სტატისტიკა 3 000-4 000-ზე მერყეობს. დღეს 3071 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღესაც გარკვეული კუდია, დღესასწაულებიდან და თავყრილობებიდან გამოყოლილი.

“ამჯერად, სადღესასწაულო დღეებში ტესტირების მაჩვენებელი ნაკლებია. გუშინ, 10 031 პისიარ ტესტი იყო გაკეთებული, 3783 ანტიგენ ტესტი. აქედან 2232 იყო პისიარ დადებითი, 839 ანტიგენ დადებითი”.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა გარკვეულად პიკში შევიდა.

“ჩვენ გვაქვს პასუხები, რაც ლაბორატორიულად დასტურდება. აქედან, ყველაზე მეტი 70-75% პროცენტი არის სიმპტომიანი. შემდეგ, კონტაქტიანი და სამედიცინო პერსონალი. შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს ხალხი, მსუბუქი ან უსიმპტომო ადამიანები არიან.
რამდენიმე მიდგომა უნდა იყოს. შეზღუდვების გამკაცრება, ტესტირების მეტი მარაგი, ინფიცირებულების პირველადი მართვა ოჯახის ექიმების მიერ და ვისაც სჭირდება სტაციონარული დახმარება. რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ – მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები”.

საველე ჰოსპიტლების გახსნა არ იგეგმება

ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ ცვლილებები გამოცხადდება.

“მიდის მსჯელობა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ადამიანების შემოსავლებს. ერთის მხრივ, ქვეყანა წინ უნდა აღუდგეს ინფექციის გავრცელებას და მეორეს მხრივ მინიმალური ზიანი მიადგეს ეკონომიკას.
გვქონდა გაზაფხულზე მკაცრი შეზღუდვები. გვეგონა, რომ გაქრებოდა თბილ პერიოდში ეს ვირუსი, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე. ამიტომ შეიცვალა მიდგომები. უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. ამიტომ, სრული ლოკდაუნები აღარ იგეგმება. თუმცა, არსებული შეზღუდვები აუცილებლად გაფართოვდება. არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ”.

რა ტიპის შეზღუდვები დაწესდება: მთავრობა ხვალ გვეტყვის

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, გამყრელიძემ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სამი კვირის შემდეგ, არ უნდა გვქონდეს დაინფიცირებულების ზრდა. თუმცა, არც ილუზია არ უნდა გვქონდეს იმის, რომ 4000-დან დაინფიცირებულების რაოდენობა 1000-მდე ჩამოვა.

“რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა რომ შეზღუდვები დაგვეწესებინა უფრო ადრე, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ. ამიტომ, დანის პირზე გაიარა ქვეყანამ. ეს რომ არ ყოფილიყო შემცირების კუთხით ეფექტს ნამდვილად მივიღებდით”.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით სიკვდილიანობამ, 1 400 000-ს მიაღწია. ერთ წელიწადში ინფექციურ დაავადებათა შორის ტუბერკულოზის დაავადებას გადააჭარბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები