სოფო გეწაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს:
„იყო არა ერთი მომენტი, როცა კატეგორიული უარი ვუთხარი, ჩემს სამეგობროს ქველმოქმედებაზე, რომელიც პოსტით დახმარებას ითვალისწინებდა.
უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც დღემდე გვერდში გვიდგას, გვამხნევებს და გვეხმარება.
2023 წლის იანვარში ათუკას ჯერ, კიდევ 16 წლის ასაკში, დაუდგინდა მოგრძო ტვინზე არტერირებული ასტრობლასტომის, დიაგნოზი.
(Diagnose: Astroblastom, MN1-alteriert)
გაუკეთდა 3-ჯერ ურთულესი,
ნეიროქირურგიული ოპერაცია-საქართველოში, საფრანგეთში და გასული წლის დეკემბერში, პეტერბურგის-ნეირო ონკოლოგიის ცენტრში და ყოველი დასრულებული ოპერაცია, მისი სიცოცხლის გადარჩენით, იყო ზეიმი ოჯახისთვის და ყველა მისი გულშემატკივარისთვის.
თუმცა, სიმსივნის ბოლომდე მოშორება ვერ მოხერხდა, რის გამოც, ბოლო 1 წელია უტარდება ქიმიოთრაპიის კურსი.
აქამდე, ოჯახის ნათესავების, ახლობლების, მეგობრების დახმარებით და ბოლოს 1 წელი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ვუმკლავდებოდით ყველა საჭირო ოპერაციულ, თუ თერაპიულ მკურნალობის ხარჯებს.
ამ, ეტაპზე დაენიშნა პრეპარატი, რომლის საჭიროება ბოლო კვლევის შედეგმა აჩვენა. იმუნოსუპრესიის და თავის ტვინის მოცულობითი შეშუპების გამო, საჭირო გახდა დანიშნულების სქემის ცვლილება.
აღმოჩნდა, რომ საჭირო პრეპარატი არც მარტივად საშოვნელი და საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტია – Truseltiq 125 Mg (Infigratinib) 1 კოლოფის ღირებულება 10 000 $ (რაც ამერიკაში შედარებით დაბალბიუჯეტურად მოვიძიეთ),პირველ ეტაპზე საჭიროებს 2 კოლოფს.
ასევე, მეორე მედიკამენტი – მეკინისტის სახელწოდებით, რომელსაც არ აფინანსებს აღნიშნულ დიაგნოზზე, ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ საქართველოში შეძენა შესაძლებელია, საკუთარი სახსრებით.
ამიტომ, მოკრძალებული თხოვნა მექნება დაგვეხმაროთ, რომელიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელივანია ათუკასთვის და მისი ოჯახისთვის.
ამ მომენტისთვის, ყველა რესურსი ამოწურული გვაქვს ოჯახს.![]()
მე ვარ მამიდა, რომელიც რადიოლოგიური კერის აღმოჩენის პირველი დღიდან ვიბრძვი მასთან ერთად, დაავადების დასამარცხებლად და თავს მივეცი უფლება, მე მომემართა თქვენთვის დასახმარებლად.
P.S ვეცადე პოსტი არ ყოფილიყო დამღლელი და დამთრგუნველი.
ასევე, ვეცადე ავტორობაც მე ამეღო საკუთარ თავზე, რომ დამატებითი სტრესი ამერიდებინა ათუკას მშობლებისთვის. ![]()
დიდი უხერხულობის მიუხედავად, გთხოვთ დახმარებას, თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ აღნიშნული მედიკამენტები.
თქვენის ნებართვით, დავდებ ანგარიშის ნომრებს ![]()
მიმღები – ს.გეწაძე
თიბისი #GE17TB7838845063300016
საქართველო #GE63BG0000000541491991“, – წერს სოფო გეწაძე.
