LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა შესაფერისი დრო არ არის“ – ბორის ჯონსონი პრემიერობისთვის რბოლაში არ ჩაერთვება

69
ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი ტოვებს რბოლას, რომ გახდეს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი – ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ჯონსონის განცხადებით, მან მოიპოვა 100 დეპუტატის მხარდაჭერა – მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა კონსერვატიული პარტიის წევრობისთვის კენჭისყრაზე გამოსასვლელად, თუმცა მან უარი თქვა მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ „ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი.“

ჯონსონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა: „ამაყი ვარ, რომ შევასრულე დაპირებები - დროა ყველა ლიზ ტრასის და მისი პროგრამის ირგვლივ გავერთიანდეთ“

სიტყვით გამოსვლისას ჯონსონმა ასევე მოსახლეობას და „კონსერვატიულ პარტიას“ ერთიანობისკენ მოუწოდა.

ჯონსონი ამბობს, რომ „კარგ მდგომარეობაში“ იქნებოდა 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ „ახლა არ არის შესაფერისი დრო.“

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერ-მინისტრს წელს უკვე მეორედ ირჩევენ.

20 ოქტომბერს, დანიშვნიდან 45 დღეში თანამდებობა დატოვა ლიზ ტრასმა, რომლის მიერ დაანონსებულმა ეკონომიკურმა გეგმამ კრახი განიცადა და გადადგომა მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g