LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა“ – რა მიმართვას ავრცელებს კარლ ჰარცელი

64
BeFunky-collage (15)

საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა

„რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია.

ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნეს ხელიდან გაშვებული“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

კელი დეგნანი: „მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ცვლილებები, აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g