LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა უკვე ქუთაისშიც – Flydubai ახალ ავიარეისს ამატებს

87

ავიაკომპანია  Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. 14 ივნისიდან დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

ავიაკომპანია  Flydubai 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც Flydubai იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები