დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ახლა ყველაზე დიდი შანსია საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთისგან მიიღოს. ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და დასავლეთთანაც.
„ჯანმო-ს მიერ აღიარებული, ვაქცინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ინდოეთი, საიდანაც ახლა ყველაზე მეტი შანსია ვაქცინების მიღების. ასევე მიდის გარკვეული მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთანაც და დასავლელ პარტნიორებთან. იყო ასეთი დაპირება მაგრამ სამწუხაროდ, თვითონ ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ საკმარისი რაოდენობის ვაქვინებს, რომ ჩვენც გვიწილადონ.
ამჟამად, ორი კომპანიისაგან ველოდებით მოწოდებას. რომელი რომელს დაასწრებს, ვერ გეტყვით. ჩვენ ორივეს მისაღებად მზად ვართ. სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება მათ, მაგრამ ორივეს მისაღებად და ვაქცინაციის სასწრაფოდ დასაწყებად ქვეყანა დიდი ხანია მზად არის.
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი მაცივარი აჩუქა
მოლაპარაკებები ახალზეც დაწყებულია უკვე, ეს არის „ნოვავაქსი“. იქ რამდენიმე ტიპის ვაქცინაა – ეს არის RNM ვაქცინა, ე.წ. ვექტორული ვაქცინა, არის ასევე ე.წ. ინაქტივირებული, უფრო ტრადიციული ვაქცინები. ჩვენ ყველა ამ ვაქცინის მისაღებად მზად ვართ, მთავარია, მოხერხდეს ამ ვაქცინების მიღება ქვეყანაში.
Novavax-თან წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე მიღწეულია: თენგიზ ცერცვაძე
ქვეყანამ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო „კოვაქსის“ პლატფორმიდან, მწარმოებლის მხრიდან, მათ შორის კანონმდებლობაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რაც ვაქცინის მწარმოებლების ერთ-ერთი პირობა იყო. ეს ყველაფერი განხორციელდა იანვარის თვეში. ქვეყანამ წარადგინა გეგმა, ქვეყანამ წარადგინა ყველა დოკუმენტაცია მზადყოფნის შესახებ, რაც კი იყო საჭირო და ახლა ერთადერთი არის იმედი იმაზე, რომ რამენაირად დროულად შეასრულებენ თავის პირობას ის ორგანიზაციები, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ ვაქცინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რაიმე მოგვცენ, ასეთ სიტუაციაში ვართ: პაატა იმნაძე
ცნობისთვის, საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა უნდა მიიღოს. კითხვაზე რატომ დაგვიანდა საქართველოში ვაქცინაციის დაწყება – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი საპასუხოდ ამბობს, რომ ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, შედეგებზე პასუხიმგებლობის საკითხი იყო, რაც უკვე მოგვარებულია.
