LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ყველა წუხს ამ საოცარი ბიჭის გამო… იქნებ დროა ჩვენს შვილებს სიყვარული ვასწავლოთ მოყვასის მიმართ, ვასწავლოთ, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ“ – თიკო ჩხეიძე გიორგი საყურაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

194
თიკო ჩხეიძე

საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოდელი თიკო ჩხეიძე ეხმაურება და წერს, რომ მშობლებმა შვილებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ სიყვარული და პატივისცემის გამოხატვა უნდა ასწავლონ.

თიკო ჩხეიძე წერს, რომ „სიყვარულია ის ძალა, რომელიც ერს გადაარჩენს“.

ვიდეო: „ნიჭიერი, კარგად აღზრდილი, დიდი მომავლის მქონე მუსიკოსი“ – საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია – ნახეთ გიორგის არაჩვეულებრივი შესრულება

„ამდენ აგრესიას მივყავართ ამ შედეგამდე, ახლა ყველა წუხს ამ საოცარი ბიჭის გამო, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ ჩვენც როგორ ირონიულად ვლაპარაკობთ ერთმანეთზე, განვიკითხავთ და დავცინით თუ ჩვენს აზრზე არ არის ჩვენს გვერდით მდგომი ადამიანი, იქნებ დროა ჩვენს შვილებს სიყვარული ვასწავლოთ მოყვასის მიმართ, ვასწავლოთ, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. პრობლემა ჩვენშია „დიდებში“ ჩვენ დავივიწყეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ და ახლა საზოგადოებას ვთხოვთ პასუხს… სიყვარულია ის ძალა, რაც გადაარჩენს ერს, მაგრამ ვაი რომ აღარ შეგვრჩა…“, – წერს თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები