LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი ისე, რომ  არ გავგიჟდი“ – როგორ გადაურჩა თათა ვარდანაშვილი რამდენჯერმე სიკვდილს

352
ფორტუნა (16)

გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში „როგორ გადავრჩი“, თათა ვარდანაშვილმა მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.

მან სიკვდილს თვალებში რამდენჯერმე ჩახედა, თუმცა მისი თქმით, ყველაზე რთული ის პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც პროფესიულ კარიერას დაემშვიდობა.

„მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაზიანდა. ექვსი წლის იყო ჩემი მამიდაშვილი და ორი წლის იყო ჩემი და და მამამ წაგვიყვანა ცირკში. სპორტის სასახლის მიმდინარე ტერიტორიაზე, გატაცებული მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დაგვეჯახა, ჩვენი მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა და სახურავით დაენაცხა მანქანა ასფალტს. დაშავებით მხოლოდ მამა დაშავდა. როგორც კი მანქანიდან ამოგვიყვანეს მანქანა აფეთქდა. ვინც დაგვეჯახა მას პასუხი არ უგია.

ერთადერთი დაზარალებული ავტომანქანა იყო, რომელიც დაიმტვრა და მე, როდესაც მეორე დღეს მასწავლებელმა გამიძახა და სანიმუშო მოსწავლემ, მათემატიკაში ორიანი მივიღე.. მეორე დღეს მამამ აუხსნა მასწავლებელს რაც მოხდა.

მაგრამ მე ამ შემთხვევის გამო დღემდე სტრესი მაქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ. მანქანაში მშვიდად მხოლოდ მაშინ ვარ, როდესაც საჭესთან მე ვზივარ. 

თათამ სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მეცადინეობდა სახლში ჩვეულ ადგილას. წყლის დასალევად ადგა და რომ დაბრუნდა, იმ ადგილას, სადაც შეიძლება მჯდარიყო, ტყვიის კვალი იყო. აღმოჩნდა, რომ პოლიცია დამნაშავეს მისდევდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას.

„ეს ტყვიის ნაკვალევი, დღემდე არის ჩემ ყოფილ სამეცადინო ადგილას“. – ამბობს თათა.

თათა იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც იმშობიარა და ექიმებმა ისეთი მედიკამენტი გაუკეთეს, რომელმაც ალერგია მისცა.

„გამიკეთეს მედიკამენტი, რომელმაც ალერგია მომცა. 36 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს კოშმარი. თავს ვერ ვიმორჩილებდი. სხეულის კანკალი მეწყებოდა. მხოლოდ შვილის გადარჩენაზე ვფიქრობდი, ფიქრიც არ გამივლია საკუთარი თავის გადარჩენაზე. წნევა მიწევდა უცებ ძალიან მაღლა და მერე მივარდებოდა. დემეტრეს კარიერამ თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრებაც და ჩემი კარიერაც. მართალია მძიმე პირობებში, ფაქტობრივად ერთი კვირის შემდეგ მარტოს მომიწია შვილის გაზრდა, მაგრამ.. მეუღლე რატომ წავიდა, არ ვიცი. ეს იყო 1996 წელი, შიშის, შიმშილის პერიოდი იყო ქვეყანაში. მე ახლაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი ისე, რომ  არ გავგიჟდი“. – ამბობს თათა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები