LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არავის არ მოვუკითხივარ არასდროს, ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა..“ – რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სიახლეებზე საუბრობს

585
თათა ვარდანაშვილი

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში სა­ხე­ლი 2 000-იანი წლე­ბი­დან გა­ით­ქვა, მე­დი­ის არც თუ ისე ხშირი სტუმარა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თათა ვარდანაშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ რიგ მიზეზებზე, რის გამოც შემოქმედებით ცხოვრებაში ტაიმ-აუტის აღება მოუწია.

თათა ვარდანაშვილი ახლა მცხეთაში ცხოვრობს, ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად ამბობს, რომ საეკლესიო ნაქარგობის საქმიანობასაც ეწევა.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც მუდმივად გვერდში ედგა და მხარს უჭერდა, მსგავსი თანადგომა მის მიმართ არ გამოუხატავთ.

„მაქვს არაჩვეულებრივი პროფესია. მირჩევნია ფერწერაში ან ხატწერაში ვცადო ბედი, რადგან წლები სასულიერო შესამოსელს ვქმნიდი და ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს ქარგვის.. ძალიან ბევრი სასულიერო შესამოსელი მაქვს დაქარგული..

საერთოდ, მგონია, რომ ღვთის ძალამ და მცხეთის მადლმა გადამარჩინა.. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სვეტიცხოვლის იუბილეზე ძალიან ბევრი რაღაც, მათ შორის უწმინდესის შესამოსელი, ჩემი ხელით დაქარგული იყო..

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არავის არ მოვუკითხივარ არასდროს, სატელეფონო ზარითაც კი.. ამაგი რომ გაქვს ადამიანებზე დახარული, რა მოხდებოდა დაბადების დღე ერთხელ მაინც მოელოცათ“

🔹ვინ ატკინა ყველაზე მეტად გულ თათა ვარდანაშვილს?! 🔹გავყიდე მანქანა, რომელიც ძალოან მიყვარდა და საქარგავი მანქანა ვიყიდე… 🔹ძველი მეგობრები გვერდით აღარ მიდგანან…

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on პარასკევი, 15 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები