LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლადარჩეული 64 მერიდან მხოლოდ 3 არის ქალი, ხოლო 664 მაჟორიტარი საკრებულოს წევრიდან – 45: NDI-ის ანგარიში

96
არჩევნები111-800x445

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზში „გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობაზეც“ არის საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ახლადარჩეული 64 მერიდან მხოლოდ 3 არის ქალი, ხოლო 664 მაჟორიტარი საკრებულოს წევრიდან – 45.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პროცესებში ქალების, ეროვნული უმცირესობების, შშმ პირებისა და სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა კვლავ არასათანადოა.

ანგარიშის მიხედვით, ქალთა, შშმ პირთა, ლგბტქი+ და იძულებით გადაადგილებული პირების პოლიტიკური მონაწილეობის ადვოკატირებაზე მომუშავე ჯგუფები აღიარებენ და დადებითად აფასებენ საკანონმდებლო დონეზე მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა უარყოფითად აფასებენ აღსრულების საკითხს, ასევე სავალდებულო გენდერული კვოტის შემცირებას – 2028 წლის არჩევნებამდე თავდაპირველად განსაზღვრული პროპორციულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის შეცვლას ყოველ სამეულში განსხვავებული სქესით.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა: NDI 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალიზს აქვეყნებს

„სავალდებულო გენდერულმა კვოტამ, რომელიც პარტიულ სიაში ყოველ სამ კანდიდატში სულ მცირე ერთი ქალის ნომინირებას ითვალისწინებს, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ქალები პროპორციული კანდიდატების 42.5%-ს შეადგენდნენ (20,624 კანდიდატიდან 8,767). პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატების 30%-ზე მეტი ქალია, რაც 2017 წლის შედეგებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა; მაშინ არჩეული საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ 13% იყო ქალი.

პროპორციული სიების 18% პროცენტში (771 სიიდან 141-ში) სიის პირველ ნომრად ქალი იყო დასახელებული. თუმცა პროპორციული სიების მიღმა ქალთა წარმომადგენლობა კვლავ დაბალი იყო.

ქალები მერობის კანდიდატების 10%-ს , ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატების 17%-ს შეადგენდნენ. მერობის 46 დამოუკიდებელი კანდიდატიდან 7 იყო ქალი (12.5%). ახლადარჩეული 64 მერიდან მხოლოდ 3 არის ქალი, ხოლო 664 მაჟორიტარი საკრებულოს წევრიდან – 45.

ქალები ამომრჩევლების 54%-ს შეადგენენ. საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეებზე მათი წარმომადგენლობა მაღალი იყო (ქალები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა 60 პროცენტზე მეტს შეადგენდნენ), მაშინ, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე – შედარებით ნაკლები (17 წევრიდან მხოლოდ 4 არის ქალი), “- ნათქვამია NDI – ის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g