LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა Toyota-ს შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალი მოუტანოს

104
ქირიას NEWS შაბლონი (3)

იაპონური ავტო კონცერნი Toyota ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო შესაძლო დანაკარგს დაახლოებით 4.3 მილიარდ დოლარად აფასებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. კომპანიის განცხადებით, სამხედრო დაძაბულობამ საწვავის, ტრანსპორტირებისა და ნედლეულის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა, ასევე სერიოზული შეფერხებები გამოიწვია ლოგისტიკურ ჯაჭვში.

Toyota-ში აცხადებენ, რომ პრობლემები თითქმის ყველა ეტაპს შეეხო – მასალების მიწოდებიდან ავტომობილების საბოლოო აწყობამდე. განსაკუთრებით გართულდა გადაზიდვები, რეგიონის საკვანძო პორტებში შექმნილი შეფერხებების გამო.

გაზრდილი ხარჯების ფონზე, კომპანიის კვარტალური საოპერაციო მოგება თითქმის განახევრდა. 31 მარტით დასრულებულ სამთვიან პერიოდში მაჩვენებელმა 569.4 მილიარდი იენი შეადგინა, მაშინ როცა ერთი წლის წინ იგივე პერიოდში 1.1 ტრილიონ იენს აღემატებოდა.

გარდა ამისა, მარტში Toyota-ს გაყიდვები ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად შემცირდა, რაც რეგიონში ავტომობილების მიწოდების შეფერხებებს უკავშირდება.

მიუხედავად ამისა, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა ზრდას აგრძელებს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ჰიბრიდების გაყიდვები პირველად გადააჭარბებს 5 მილიონ ავტომობილს. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მომხმარებლებს უფრო ეკონომიური მოდელებისკენ უბიძგებს, თუმცა ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის მზარდი ხარჯების სრულად დასაბალანსებლად.

Toyota-მ ცოტა ხნის წინ 2025 ფინანსური წლის შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ეს 2024 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g