LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ – აკაკი ზოიძე

97

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ძალიან ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ” – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგის მიზეზები გაანალიზა მიზეზები.

„სრული მობილიზებაა აუცილებელი. გავაანალიზეთ ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა. „ქართული ოცნების“ მიმართ იყო კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც ადრე უჭერდა „ოცნებას“ მხარს, ნაწყენი, გაბრაზებული. გვჭირდება კიდევ ერთხელ ერთიანობა, რომ დავანახოთ, ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ძალიან ახლო მომავალში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ. ჩვენ არ ვაფარებთ ხელს არც კორუფციას და არც არასდროს არ მოხდება ეს. არც გუნდის წევრობა ნიშნავს ინდულგენციას კორუციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” არჩევნების მეორე ტურის წინ ზურაბიშვილის შტაბის პარალელურად საკუთარ შტაბს ქმნის.

მეტ კომუნიკაცია ხალხთან მეორე ტურის წინ — ასეთია მმართველი გუნდის ახალი სამოქმედო სტრატეგია არჩევნების მეორე ტურში.აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო კამპანიაში არჩევნების პირველი ტურშიც მონაწილეობდნენ, თუმცა მაშინ ცალკე პარტიული შტაბი შექმნილი არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g