ახმეტაში 86 წლის ქალს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სამი დღის წინ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოლია კაცელაშვილის ძებნის ოპერაციაში უკვე ჩაერთო პოლიცია, თუმცა მის კვალს ამ დრომდე ვერც ახლობლებმა და ვერც სამართალდამცველებმა მიაგნეს.
იმ შემთხვევაში, თუ ქალი დაკარგვიდან ხუთ დღეში არ გამოჩნდება, მას უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ.