LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღენიშნება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა ზურგის არეში“ – როგორია ახმეტის მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

191
კლინიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მკურნალობას თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„40-დან 45 წლამდე ასაკის ქალი კლინიკაში გუშინ, გამთენიისას შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე, მრავალჯერადი ჭრილობა ზურგის არეში, მათ შორის, ერთი ჭრილობა იყო შემავალი პლევრის ღრუში.

პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და პროცედურები ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ის კონტაქტურია, იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები