LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკი მეზარბაზნეები არ გვყავსო? – ზვიად ციკოლიამ ქართული არტილერია რქაწითელის აქცენტებით წარმოადგინა

1190
82357020-436519163919012-7893845273787498496-n

ქართული არტილერია რქაწითელის აქცენტებით და „რონიუს პუნქტუას” განსხვავებული მოდელები – ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში ახალი ნამუშევრების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 4 ახალი ნამუშევრის ფოტო ციკოლიამ დეკემბრის თვეში „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ატვირთა და ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„რონიუს პუნქტუას” 2 ახალი მოდელის შემთხვევაში სოციალური ქსელის მომხმარებლები აღტაცებას ვერ მალავენ და ციკოლიას გენიოსს უწოდებენ.

„ძალიან ელეგანტურია, უდახვეწილესია, მშვენიერებაა, შენ მაჯაზე უნდა ნახო..გული წამივიდა რომ გავიკეთე, ფანტასტიკურია, თუ ფორმა, თუ ფერი, უმაგრესი“, – ეს იმ შეფასებების ძალიან მცირე ნაწილია, რომელსაც ხალხი ზვიად ციკოლიას ახალ შედევრებზე აკეთებს.

„სხვა პლანეტიდან არის, ისეთებს ქმნის“- ზვიად ციკოლიამ ქვევრის თემაზე ბეჭდები შექმნა

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ბეჭდების ახალ ხაზზე მუშაობა დაიწყო

რაც შეეხება ქართულ არტილერიას – ბოლო დროს ცნობილი დიზაინერი საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს ქვევრის თემატიკას. როგორც იცით, 2019 წლის სექტემბრის ბოლოს ციკოლიამ ბეჭდები წარმოადგინა, რომლებიც ქვევრის თემაზე იყო შექმნილი. დიზაინერმა მაშინვე დაანონსა, რომ ახალ ხაზში თავიდან მხოლოდ ბეჭდები იქნებოდა, სამომავლოდ კი მათ საყურეები, ყელსაბამები და სხვა აქსესუარები დაემატებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა ის 2 ახალი ნამუშევარიც, რომლის ფოტოც ციკოლიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა.

მომხმარებელი ზვიად ციკოლიას ახალი შედევრების მიმართ სიმპათიას, ტრადიციულად, არ მალავს და ფოტოებზე შემდეგ კომენტარებს წერს: „ძალიან ზუსტია, ზუსტად ჩვენზეა გამოჭრილი. საგერბო დეკორაციაა ზუსტად, რავალი ბომბია- ლიტრნახევრიანი ყანწი!? აკი მეზარბაზნეები არ გვყავსო? იუჰჰუუ რა მაგარია !! როდის იქნება გაყიდვაში ? მინდა ჩემი კოლექციისთვის, სეტყვის საწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო დანადგარიც მისცხე…გაუწყალა გული კახელებს ამ სეტყვამ !!! ახალი შედევრი“….

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g