LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკრედიტაციის საბჭო GIPA-თან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს – განათლების მინისტრი

188

“საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა” პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანა დააგვიანა,”  – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აკრედიტაციის საბჭოს GIPA-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

„არანაირი პოლიტიკური სარჩული ამას არ გააჩნია. “ჯიპას“ პროცესი სულ სხვა პროცესია. ნუ ავურევთ ერთმანეთში პროგრამების აკრედიტაციას და უნივერსიტეტების ავტორიზაციას. „ჯიპას“ პროგრამას რაც შეეხება, მას უწევდა აკრედიტაცია, „ჯიპამ“ დაგვიანებით შეიტანა განაცხადი ხელახალი აკრედიტაციცის მინიჭების შესახებ. ხარისხის განვითარების ცენტრმა სწრაფად გაიარა ეს პროცესი მიუხედავად ყველაფრისა, იყო მთელი რიგი შენიშვნები, დღეს არის სწორედ საბჭოს სხდომა და იქ მოხდება ამის განხილვა,“ – აღნიშნა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, აკრედიტაცია და ავტორიზაციის პროცესი არანაირად არაა სადამსჯელო პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g