LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაერთხელ დაფიქსირდა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი“ – სვეტიცხოვლობას ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ

215
Untitled design

13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გასაშუქებლად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს დაუშვებენ და მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელევიზიებს და მასმედიის წარმომადგენლებს სთხოვს, აკრედიტაციისთვის მათ მიმართონ:

„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული – სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები