LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

228
სვეტიცხოველი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

წირვას დაესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამობრძანებული სტუმრები.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები