LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება – სამწუხაროდ, ფიზიკურად ძალიან უჭირს

170
ფორტუნა - 2023-07-13T132055.437

ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ილია მეორის მოღვაწეობას გამოარჩევდა ის, რომ დღესასწაულებსა და წირვა-ლოცვებს არ ტოვებდა.

„ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არ ტოვებდა არცერთ წირვა-ლოცვასა და დღესასწაულს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ფიზიკურად ძალიან უჭირს, ძალიან დიდი დატვირთვაა წირვა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრების“ – სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

წირვა – ლოცვას სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

„ღვთის შეწევნით, კარგად ვარ.. იმედია ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო“ – მეუფე შიო

შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ვიდეო: მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები