პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი სამების საკათედრო ტაძარშია და პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.
სამების საკათედრო ტაძარში მისვლის კადრებს „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მეუფე შიოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, წირვის დასრულების შემდეგ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას პატრიარქის პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც.
მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.