LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია“ – რა არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთი დის შესახებ, რომელიც პატრიარქს მხარზე ეამბორა

1800
პატრიარქი შიო მუჯირი, ლელა მუჯირი

2026 წლის 11 მაისი უკვე ჩაეწერა ისტორიული დღედ, როდესაც წმინდა სინოდმა 142-ე პატრიარქად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლად მეუფე შიო აირჩია. არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა. მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, სადაც 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს, და – ლელა მუჯირი მხარზე ეამბორა, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. აქამდე საჯარო სივრცეში მეუფე შიოს ოჯახის შესახებ მცირე ინფორმაცია იყო ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, მეუფე შიოს ერთადერთი და, ლელა მუჯირი, პროფესიით ფსიქოლოგია. იგი ხუთი შვილის დედაა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა გადაცემაში პროფესიული სტატუსით, ძმის შესახებ საჯაროდ აქამდე არასოდეს უსაუბრია. ოჯახის ახლობლების თქმით, მუჯირების ოჯახისთვის მთავარი მახასიათებელი თავმდაბლობაა. სწორედ ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა გაიგო პატრიარქის დის შესახებ, რომელიც მას სამების ეზოში ელოდებოდა.

„ლელა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, თავ­მდაბ­ლო­ბა ამ ოჯა­ხის მთა­ვა­რი ნი­შა­ნია, ამ კად­რე­ბი­თაც მიხ­ვდე­ბით რო­გო­რი მო­წი­წე­ბა აქვს მისი ძმის მი­მართ“ – ამბობს ambebi.ge-სთან ოჯახის ახლობელი.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება.  ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქმა, შიო III-მ განსაზღვრა და გამოაცხადა.

პატრიარქი შიო III – ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა – ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g