LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ივნისს პატრიარქი, შიო III აბიტურიენტებს დალოცავს

113
2026-04-10_16-34-10_843377

28 ივნისს, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

“2026 წლის 28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g