3 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
ისევე როგორც გასულ წლებში, 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჯაროების შემდეგაც, საზოგადოებამ გაიცნო არაერთი წარმატებული აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდებზე მაქსიმალური შეფასებები მიიღო.
ერთ-ერთი ასეთი აბიტურიენტია გიგი შენგელია, 108-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც მათემატიკაში მაქსიმალური – 51/51 ქულა მიიღო, მაქსიმალური 70/70 ქულა მოიპოვა ინგლისურშიც, ქართულში კი 60-დან 53 ქულა მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, გიგი შენგელიამ მათემატიკაში უმაღლესი შეფასება რეპეტიტორთან მომზადების გარეშე მიიღო. ამის შესასებ გიგი Palitravideo.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება.
„მათემატიკის სიყვარული მეოთე-მეხუთე კლასში გამოვიჩინე და ჩემი ცოდნა დამატებითი მასალებით უფრო დავხვეწე და მე-12 კლასამდე ნელ-ნელა მოვიტანე. წინარე ცოდნის გამოყენებით მოვახერხე, რომ ასეთი მაღალი ქულა მიმეღო.
მე ვურჩევდი აბიტურიენტებს, რომ მასალა არ დაიგროვონ, ყველაფერი ეტაპობრივად აითვისონ, რადგან დაგროვილის სწავლა და თან ახლის ათვისებაც საკმაოდ ძნელია, ამიტომ არ იზარმაცონ.
თუ საჯარო სკოლაში დადიხარ და არ ემზადები, შესაძლებელია [მომზადების გარეშე უმაღლესი შეფასება], ოღონდ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და დამატებითაც უნდა იმეცადინოთ“, – ამბობს გიგი შენგელია Palitravideo.ge-სთან ინტერვიუში.
