„ღვთის შეწევნით, ვარ უფრო კარგად“, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამებაში პეტრე-პავლობის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეს მეუფე შიოს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
„გილოცავთ ყველას პეტრე პავლობას, ღმერთის შეწევნით, ვარ უფრო კარგად.
იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო , ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა მეუფე შიომ და ასევე, აღნიშნა, რომ მზად არის გამოკვლევები ხელმეორედ ჩაიტაროს.
ვიდეო: მეუფე შიო საჯაროდ გამოჩნდა
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც.
მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.