LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სვეტიცხოვლობაა

154
Untitled design (1)

დღეს მცხეთობა – სვეტიცხოვლობა აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.

სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაულია. უძველესი ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში 1991 წელს აღადგინეს.

ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები