მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ძალა უნდა მოისინჯოს, რაც ვითარებას შეცვლის.
„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს,“ – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.
ლევან იოსელიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი