LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე: რა ვიცით, რომ ნიმუში იყო? რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა?

180
Untitled design

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

გიული ალასანიას თქმით, გაუგებარია სკანდალი, რომელიც გავრცელებულ კადრებს მოჰყვა:

„ვიცი, რომ რაღაც სკანდალი მოხდა. რა სკანდალი იყო, მართალი გითხრათ, შინაარსი ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ ნიმუში იყო, რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა, რა ვიცით, რა ედო ადამიანს ფეხთან?“, – უთხრა გიული ალასანიამ „ვივა მედთან“ მყოფ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.

უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“ – მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, აქედან გამომდინარე, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას“.

ამავე თემაზე:

პოლონელი დეპუტატი სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე: „პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია უნდა მოჰყვეს“

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით

ჩხაიძე პოლონელ ექიმზე: „წინდაში რომ არ უნდა ჩაედო არაფერი, ამას ტრენინგი სჭირდება? ნებისმიერი შემომსვლელი ინფორმირებულია, როგორ უნდა მოიქცეს“

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ – ზურაბ ჩხაიძე 

კობახიძე: „მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g