LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასკაზე ყველაზე მსუქანი დათვი გამოავლინეს

144
_131392410_0f29ed74-d315-42b9-ab

ალასკას ეროვნულმა ნაკრძალმა „კატმაიმ“ ტრადიციულ კონკურსს „მსუქანი დათვების კვირას“ უმასპინძლა. BBC-ის ინფორმაციით, წლევანდელი გამარჯვებული დედა დათვი, სახელად გრეიზერი გახდა.

როგორც წესი, უსაყვარლესი კონკურსი ზამთრის ძილამდე ცოტა ხნით ადრე ტარდება ხოლმე. ამ პერიოდში დათუნიებს ყველაზე მეტი წონა აქვთ მოგროვილი და ტიტულისთვისაც მეტი მონდომებით იბრძვიან. გამარჯვებულს ხალხი, პარკის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემით ავლენს. წლევანდელმა ლიდერმა 108 321 ხმის მოგროვება შეძლო.

გრეიზერი ნაკრძალში 2005 წელს მიიყვანეს და მას შემდეგ ყველას ძალიან შეაყვარა თავი. დედა-დათვი ძალიან ნიჭიერია და თევზის ჭერაში არაერთხელ გამოუჩენია თავი.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი ჩანკმა აიღო, მამრმა დათვმა, რომელიც ზომებში გრეიზერზე დიდია, თუმცა მასზე 85 ათასით ნაკლები ხმა დააგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები