LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება“ – რუსეთის დუმაში ადასტურებენ, რომ ლუკაშენკო ავადაა

178
ალექსანდ ლუკაშენკო

რუსეთის დუმაში ადასტურებენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ავადაა.

როგორც დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ გამოცემა „პოდიომს“ უთხრა, იცის, რა დაავადება აქვს ლუკაშენკოს.

ბელარუსში სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯის კანონი დამტკიცდა - ლუკაშენკომ დოკუმენტს ხელი მოაწერა

როგორც რუსული მედია იტყობინება, ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზნად ისახავს „ბრძოლის გაძლიერებას“ „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების წინააღმდეგ“.

ზატულინი დიაგნოზს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება:

„ეს არ არის კოვიდი. უბრალოდ, ადამიანი ავად გახდა. მიუხედავად ამისა, თავი მოვალედ ჩათვალა, რომ მოსკოვში ჩამოსულიყო, იმავე საღამოს კი, ღონისძიებები მინსკში გამართა. ალბათ, გარკვეული დასვენება სჭირდება. ეს არის და ეს“, – განაცხადა ზატულინმა.

ცნობისთვის, 9 მაისს, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვის წითელ მოედანზე „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო და მალევე მინსკში დაბრუნდა.

მედიაში აქტიურად წერდნენ, რომ ღონისძიებაზე ლუკაშენკო ცუდად გამოიყურებოდა და ფეხით გადაადგილება უჭირდა.

ევროპარლამენტი პუტინისა და ლუკაშენკოს გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g