კომედიურ შოუში Saturday Night Live, მსახიობებმა – ალეკ ბოლდუინმა და სკარლეტ იოჰანსონმა აშს-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ქალიშვილის, ივანკა ტრამპის როლები მოირგეს.
ბოლდუინი ფორტეპიანოსთან სიმღერას “Halelujah” ასრულებდა, როდესაც მას მრჩეველი კილიან კონუეი (მსახიობი კეიტ მაკინონი), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (მსახიობი ბენ ბენეტი) და სტივ ბენონი (გრიმ რიპერი) მიუახლოვდნენ.
მსოფლიო ლიდერებს არც ტრამპის „ოჯახის წევრები“ ჩამორჩნენ და მალევე პირველი ლედი მელანია (მსახიობი სესილი სტრონგი) და ივანკა ტრამპი (სკარლეტ იოჰანსონი) მათ უმცროს ტრამპებთან ერთად შეუერთდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=70i8gTb3fZQ