მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი თემაა. კლუბი „ბასიანი“ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო მთავარი თემაა, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ჟურნალისთვის სწორედ ამ კლუბის თემაზე მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი ახლა ამის გამო გახდა აქტუალური. ჟურნალისტის კითხვაზე, „ცოტა ხნის წინ განიხილავდნენ თემას – ქართველი ქალები ძალიან „გაბლატავდნენ“ ვითომ გენდერული თანასწორობის ჭრილშიო“, ალეკო ბეგალიშვილი პასუხობს:
„სამწუხაროდ, ჩვენებმა ზომა-წონა არ იციან. რაღაცები რომ “პრადვინუტობა” ჰგონიათ, სინამდვილეში, “სიქაჯეში” გადასდით. ახლა “ბასიანზე” ოთახი გაიხსნა. ბნელი ოთახია, შედიხარ და სექსი გაქვს – კაცთან, ქალთან. მოკლედ. ვისთანაც გინდა და რომ გამოხიდარ, ვისთან იყავი, არ იცი. რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში “მაგრად ერხევათ”. ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად “ტეხავს.” რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო “პრადვინუტი” ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი (იცინის)“.
აქ გამოთქმული მოსაზრებების გამო, განსაკუთრებით, ქალების მისამართით, მსახიობს ბევრი კრიტიკა შეხვდა, მათ შორის, კოლეგების მხრიდან, რომლებიც წერდნენ, რომ ალეკოს იცნობენ და არ სჯერათ, რომ მან ასე ისაუბრა.
Fortuna.ge მსახიობს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის სიტყვებს ყოველთვის ამახინჯებენ და ჩვენთან ინტერვიუ იქნება ბოლო, რომელზეც დათანხმდა.
ალეკო, თქვენი ინტერვიუს გამო სოციალურ ქსელში კრიტიკა შეგხვდათ…
ახლა წავიკითხე ინტერვიუ. ცოტა არ იყოს, გივი სიხარულიძის ინტერვიუ მეგონა… მთლად მასეც არ მილაპარაკია. ჟურნალისტებმა კი იცით შელამაზება და გამოყენება რაღაც ფრაზების სათაურებად და ა.შ., მაგრამ ასე უნიჭოდ ჯერ არავის დაუმონტაჟებია ჩემი საუბარი.
რაც შეეხება „ბასიანს“, ეგ ყურმოკრული თემაა და ისე ვთქვი, გაკვრით, „თურმეს“ პონტში და სათაურად გააშვანშვალეს. და თუ ვინმე გააღიზიანა ჩემმა ნათქვამმა, ესე იგი შეესო და არც ეგაა ურიგო… შეგიძლიათ, ასე დაბეჭდოთ და გააჟღეროთ.
ქალების შესახებ თქვენი ნათქვამიც არ მოგიწონეს… ამაზე რას ფიქრობთ?
ქალები მიყვარს და ქაჯები არა. სულ ესაა.
ესაა ჩემი ბოლო ინტერვიუ. სამწუხაროდ, ყველა სათავისოდ იყენებს ამ ქვეყანაში ყველაფერს, სიტყვებსაც კი… ტეხავს…
ნინო მურღულია