LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: მინდა გახარიას ვუთხრა კაცურად, აქციებიდან მილანძღია იცოცხლე, მაგრამ ახლა არ არის პრანჭვის დრო, ერთად ბრძოლის დროა – ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ

144
ელისაშვილი

მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.

როგორც ელისაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახლა საკუთარ თავს ყველამ უნდა აჯობოს.

„გუშინ გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსაყვედურე, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილები ვართ, დაქანცულები და ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. არ ვიცი, აქ არის თუ არა, გახარია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი დგას მის გვერდით, ლევან გოგიჩაიშვილი და ის დავინახე, რომ აქციაზე არის. მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია, იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთის ლანძღვაში, არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, ჩვენს თავზე, ჩვენს წყენებზე, ჩვენს ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, რადგან საქართველო განსაცდელშია და ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები