თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს.
ელისაშვილის განცხადებით, მოძრაობა უახლოეს მომავალში შეიქმნება. მისივე თქმით, მოძრაობა ამჟამად არსებული მოძრაობებისა თუ პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ის მაქსიმალურად ეცდება შეცვალოს არსებული პოლიტიკური სისტემა, რაც „ ქვეყანას ასუსტებს და ჭაობისკენ მიათრევს“.
„დაგეგმილია უცხოეთში რამდენიმე ვიზიტი, რადგან არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ჩემი გაცნობის სურვილი. ამის შემდეგ ვაპირებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. ამ ქვენის ბედი მთლად კარგად ვერ არის და ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის, საჭიროებს ცვლილებას, რადგან რეალურად დაჭაობებული პოლიტიკური სისტემაა. გვყავს ბელადების პარტია. ნებისმიერი პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების დახლეჩას. ამდენად, მსურს აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.