ერთმანეთისთვის მიიღონ კანონები, ადრე თუ გვიან თავზე გადავახევთ მაგ კანონებს ყაველაშვილსაც და სხვებსაც, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ და ასევე სხვა კანონში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ, მიხეილ ყაველაშვილს კანონპროექტები, რომელსაც ხელი მოაწერა, ალბათ არც წაუკითხავს.
„ალბათ, ყველა დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილს ეს კანონები არც წაუკითხავს იმიტომ, რომ კითხვა არ იცის და რას წაიკითხავდა. ალბათ, ბოლოში ჯვარი დაუსვა. მეტი არ შეუძლია და რა ქნას, უწიგნურია.
ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის უკანონო რეჟიმი. როცა ასეთ კანონებს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად და ძალიან შავად არის მათი საქმე. რეპრესიებზე რომ გადადიხარ, ეს ნიშნავს, რომ მეტი არაფერი აღარ შეგიძლია. ასეთი ყეყეჩური რეპრესიები ვერავის შეაშინებს და ვერავის შეაჩერებს. სულ ყაველაშვილს დავეკითხები ახლა, ნიღაბს გავიკეთებ თუ არა. ძალიან ეშლებათ, ვერ მიხვდნენ რა ხალხი ვართ და სინამდვილეში რა ქვეყანაა.
ერთმანეთისთვის მიიღონ კანონები და გადავახევთ თავზე ადრე თუ გვიან ყაველაშვილსაც და სხვებსაც მაგ კანონებს. აგონიაში არიან, შავ დღეში არიან, უბედურ დღეში არიან და ეს ყველაფერი არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.